Back „Human Rights, Camera, Action!“ - ევროპის საბჭოს ფოტო და ვიდეო კონკურსს ახალგაზრდა ევროპელებისთვის

„Human Rights, Camera, Action!“ - ევროპის საბჭოს ფოტო და ვიდეო კონკურსს ახალგაზრდა ევროპელებისთვის

ევროპის საბჭოს 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგე აცხადებს ფოტო და ვიდეო კონკურსს სახელწოდებით „Human Rights, Camera, Action!“  (ადამიანის უფლებები, კამერა, მოქმედება!).  კონკურსის, რომლის მიზანია ევროპის საბჭოს როლისა და გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას სთავაზობს მოიმარჯვონ თავიანთი სმარტფონები ან ციფრული ფოტოაპარატები და ადამიანის უფლებები შემოქმედებითი კუთხით დაანახონ საზოგადოებას, ფოტო და ვიდეო მასალის საშუალებით.

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ გაემგზავრონ სტრასბურგში. მათი ნამუშევრები გამოიფინება ევროპის საბჭოს სათაო ოფისში და გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში. მონაწილეებმა უნდა წარმოაჩინონ თუ რა ადგილი უჭირავს ადამიანის ძირითად უფლებებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორ აღიქვამენ ისინი ადამიანის უფლებებს ან ადამიანის უფლებების დაცვას, ან როგორ ხედავენ ადამიანის უფლებების მომავალს ევროპაში.

კონკურსის გამოცხადებისას გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა: „დღეს მსოფლიოში ამდენი გამოწვევის ფონზე, ჩვენ გვინდა დავინახოთ, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებები თქვენთვის, დავინახოთ ეს უფლებები თქვენი თვალით. გაგვიზიარეთ ადამიანის უფლებების თქვენეული ხედვა შემდეგი ოთხიდან ხერხით: ფოტოები, ვიდეოები, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეოები. იყავით კრეატიულები! გისურვებთ წარმატებებს! ”

კონკურსი ტარდება მინისტრთა კომიტეტის ლიეტუვის თავმჯდომარეობის ეგიდით (2024 წლის მაისი-ნოემბერი). გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის შემოდგომაზე.

გაეცანით კონკურსის წესებს და სხვა დამატებით ინფორმაციას.

ვადები:

  • 14 მაისი – 2024 წლის 14 ივლისი: მონაწილეების მიერ ინსტაგრამზე საკონკურსო მასალის წარდგენა.
  • 2024 წლის 15 ივლისი – ოქტომბერი: გამარჯვებული ნამუშევრების შერჩევა; გამარჯვებულებთან დაკავშირება.
  • 2024 წლის 6-8 ნოემბერი: გამარჯვებულები ეწვევიან სტრასბურგს, სადაც მათი ნამუშევრები დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამოფენება.

კონკურსი გამოცხადდა სტრასბურგში გამართულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებაზე "ხვალინდელის ნდობა: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაზიარება და ჩამოყალიბება ახალგაზრდებთან ერთად".

სტრასბურგი, საფრანგეთი 12 ივნისი 2024
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge