Back სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა აიმაღლეს ცოდნა დაზიანებათა დოკუმენტირებაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა აიმაღლეს ცოდნა დაზიანებათა დოკუმენტირებაზე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 20-მა გამომძიებელმა, 22-23 სექტემბერს გამართული ტრენინგის ფარგლებში აიმაღლეს უნარები სავარაუდო დანაშაულებების სამედიცინო მტკიცებულებების დოკუმენტირებაზე, მათ შორის წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების დროს. საგამოძიებო დეპარტამენტის ახალმა თანამშრომლებმა გაიღრმავეს ცოდნა სტამბოლის პროტოკოლის ფარგლებში რეგულირებულ მნიშვნელოვან საკითხთა ფართო სპექტრზე, მათ შორის დაზიანებების შესახებ გასაუბრების ძირითადი პრონციპებზე, ვიკარული ტრავმასა და არასათანადო მოპყრობის და წამების ამოცნობის სამედიცინო პერსპექტივების თაობაზე.    

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები გამოიყენებენ ცოდნას და შეძენილ უნარებს დროებითი დაკავების იზოლატორებიდან მიღებული შეტყობინებების გამოძიებისას, პოლიციის მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისთვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page