Back მოსამართლეებმა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა პოლიტიკური ფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგის გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს

მოსამართლეებმა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა პოლიტიკური ფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგის გაუმჯობესების გზებზე იმსჯელეს

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ბენჩ-ბარის ფორმატის სამუშაო შეხვედრაში: „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობა, გამოწვევები და სასამართლო პრაქტიკა.” შეხვედრაზე მონაწილეებმა გამოკვეთეს საერთო მიდგომები პოლიტიკური ფინანსების ეფექტიანი მონიტორინგისა  და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებზე.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილემ თამთა კაჭკაჭიშვილმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სვეტისლავ პაუნოვიჩმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საარჩევნო პროგრამის კოორდინატორმა ფრანკ დეშლერმა, სამუშაო შეხვედრის გახსნისას, ხაზი გაუსვეს პოლიტიკური ფინანსების კანონიერების ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში.

ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის 2022 წლის 16-17 დეკემბრის ერთობლივ დასკვნაში აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს „…შეთანხმებული ძალისხმევა ინსტიტუციური ჩარჩოსა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად კამპანიის დაფინანსების წესებთან დაკავშირებული დარღვევების გამოვლენისა და მოკვლევის ჩასატარებლად, რათა  დამრღვევ პირებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა“ და დაინერგოს „ეფექტიანი, მიუკერძოებელი და დროული მექანიზმი ამგვარ სამართალდარღვევებზე წარდგენილ საჩივრებზე რეაგირების მიზნით.”

მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში მტკიცებულების სტანდარტებთან, მათი მოპოვების და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებული თემები; სასამართლოს როლი მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების ეტაპზე; ფიზიკური პირისგან ახსნა-განმარტების მიღება; დაკითხვის პროცედურები მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით. საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკურ ფინანსების შესახებ ეროვნული კანონმდებლობის უახლეს ცვლილებებსა და ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ინსტრუმენტების მნიშვნელობას, რაც მიმართულია პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გაძლიერებისაკენ.

სამუშაო შეხვედრა  ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში, II ფაზა პროექტის მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 29 ივნისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge