Back საერთო სასამართლოები და სამართალდამცავი უწყებები აგრძელებენ თანამშრომლობას დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანად საბრძოლველად

საერთო სასამართლოები და სამართალდამცავი უწყებები აგრძელებენ თანამშრომლობას დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ უფრო ეფექტიანად საბრძოლველად

დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ინციდენტების წინააღმდეგ ეფექტიანი რეაგირების მიზნით, 2024 წლის 27-28 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საერთო სასამართლოს მოსამართლეების მონაწილეობით საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს უფრო ძლიერი და ეფექტიანი თანამშრომლოს აუცილებლობას, განსაკუთრებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სამართალწარმოების ნაწილში; აგრეთვე, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას და მონაწილეებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სქესის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს, აგრეთვე, მოწყვლადი ჯგუფების მიმართ ჩადენილ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს. მხარეებმა განიხილეს როგორც კარგი პრაქტიკა, ისე პრობლემური საქმეები, ასევე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგია და პრაქტიკა.

შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს ორგანიზებით, პროექტის ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

ყაზბეგი, საქართველო 27-28 ივნისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge