Back სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებზე დაფუძნებული ჰიბრიდული სწავლება დაიწყო

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს სტანდარტებზე დაფუძნებული ჰიბრიდული სწავლება დაიწყო

ევროპის საბჭოს ორგანიზებით დაიწყო ჰიბრიდული სასწავლო აქტივობა - ,,რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) ზოგადი პოლიტიკის No. 15 რეკომენდაცია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, სახელმწიფო ინსტიტუტების, სახალხო დამცველის აპარატის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით. სასწავლო აქტივობა, რომლის გახსნითი სესია 2023 წლის 12 სექტემბერს გაიმართა, 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა ვებინარებს და ონლაინ სასწავლო მოდულებს.

 

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს დეფინიციები, სტანდარტები და მიდგომები, რომლებიც შემოთავაზებულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ - CM/Rec(2022)16 და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ზოგადი პოლიტიკის No. 15 რეკომენდაციით. კურსი დაეხმარება მონაწილეებს სიძულვილის ენის ცნების, მისი ფორმების, მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაიღრმავონ ცოდნა, აგრეთვე, სიძულვილის ენის წინააღმდეგ სამოქმედოდ სხვადასხვა ინსტრუმენტებს გააცნობს. ასევე, კურსის ერთ-ერთი მიზანია მონაწილეთა მოტივირება, რათა მათ მიიღონ ზომები სიძულვილის ენის წინააღმდეგ, ჩამოაყალიბონ დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფი სიძულვილის ენასთან ბრძოლაში თანამშრომლობის მიზნით და აგრეთვე, ხელი შეუწყონ ზოგადი პოლიტიკის No. 15 რეკომენდაციის განხორციელებას საქართველოში.

 

კურსი შედგება რვა მოდულისგან და შეესაბამება ზოგადი პოლიტიკის No. 15 რეკომენდაციის

და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის - CM/Rec(2022)16 სტრუქტურასა და შინაარსს.  აღნიშნული სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომია ევროპის საბჭოს ონლაინ პლატფორმაზე - „HELP”. მომდევნო პერიოდში, კურსის 21 მონაწილე შეიტყობს მეტ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  1. სიძულვილის ენის განმარტება და იდენტიფიკაცია
  2. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საპირისპირო ენის გამოყენება
  3. სიძულვილის ენის სამიზნე პირთა/ჯგუფების მხარდაჭერა
  4. თვითრეგულირება, როგორც სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება
  5. მედია, ინტერნეტი და სიძულვილის ენა
  6. ადმინისტრაციული და სამოქალაქო პასუხისმგებლობა სიძულვილის ენის გამოყენებისთვის
  7. ადმინისტრაციული და სხვა სახის სანქციები ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც იყენებენ სიძულვილის ენას
  8. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და სანქციები სიძულვილის ენის გამოყენებისთვის

პროექტი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” განაგრძობს ევროპის საბჭოს და საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაციას თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ხელშეწყობის, ასევე, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge