Back სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ადვოკატებისთვის HELP-ის სასწავლო კურსი გაიხსნა

სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ადვოკატებისთვის HELP-ის სასწავლო კურსი გაიხსნა

30 ივნისს, დაიწყო ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ ევროპის პროგრამის (HELP) ერთ-ერთი კურსის, „სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“ იმპლემენტაცია ქართველი ადვოკატებისთვის.

გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა და მისმა მოადგილემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, ასევე პროგრამაში მონაწილე იურიდიული დახმარების სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატებმა.

შეხვედრა გახსნა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა ევა პასტრანამ, რომელმაც წარმოადგინა HELP პლატფორმა, მისი აქტივობები, სტატიკური ინფორმაცია ტრენინგ კურსების იმპლემენტაციის და ევროპის საბჭოს მასშტაბით მათში სამართლის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლების ჩართულობის შესახებ.

ტრენინგ კურსის ტუტორმა წარმოადგინა სასწავლო პროგრამა და მის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული დეტალები. მონაწილეებმა განიხილეს პროგრამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები, წარმოადგინეს კომენტარები და საკუთარი მოლოდინები. მონაწილეები ასევე უკეთ გაეცნენ განგრძობითი იურიდიული განათლების იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საკუთარ წევრებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და იურიდიული დახმარების სამსახური თავაზობენ.

ღონისძიება მოეწყო ევროპის საბჭოს პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში.

30 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge