Back სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო სისტემა შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებთან გამკლავების მიზნით განაგრძობენ თანამშრომლობას

სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო სისტემა შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებთან გამკლავების მიზნით განაგრძობენ თანამშრომლობას

2023 წლის 12-13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების და მოსამართლეების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ ტენდენციებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის იმსჯელეს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე სამართალწარმოების პროცესში დანერგილ მსხვერპლზე ორიენტირებულ მიდგომებზე. გარდა ამისა, დისკუსია შეეხო გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმეთა განხილვის პრაქტიკულ ასპექტებს.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოების საკითხს. მონაწილეებმა განიხილეს სტატისტიკის წარმოების მიმართულებით არსებული სიახლეები და გამოწვევები.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

12-13 ოქტომბერი, 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge