საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროებითი მოთავსების იზოლატორების ექიმებმა გაიარეს ტრენინგის კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე როგორიცაა: ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება და დაზარალებულებთან გასაუბრების დროს მაღალი სტანდარტების გამოყენება.
სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა აიმაღლეს ცოდნა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ დადგენილი სტანდარტების თაობაზე. განხილეს შემდეგი თემები: სამედიცინო სერვისების მიწოდება დახურულ სამედიცინო დაწესებულებებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მომუშავე სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა და საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ’’.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.
ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!