Back სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებით

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის საკანონმდებლო ბაზასთან დაკავშირებით

2023 წლის 8 დეკემბერს ევროპის საბჭომ ორგანიზება გაუწია სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებმა, საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს უფასო იურიდიული დახმარების სისტემის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის შესახებ ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში და რეკომენდაციები. წარმოდგენილი დოკუმენტი ეყრდნობა ევროპის საბჭოს და ევროპულ სტანდარტებს, ანგარიში შემუშავდა 2023 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის აქტიური ჩართულობით.

დისკუსიის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მოიწონეს ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შეთანხმდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 8 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge