Back კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორგის მიმართულებით გადამზადდნენ

კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორგის მიმართულებით გადამზადდნენ

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის სფეროში ტრენინგების სერია გამართა, რომელიც 2020 წელს ჩატარებული ტრენინგების გაგრძელებას წარმოადგენდა.

ტრენინგების სერია ორ ნაწილად იყო დაყოფილი და მიზნად ისახავდა კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელთა ცოდნის გაღრმავებასა და უნარების გაძლიერებას მედიამონიტორინგის მიმართულებით.

ტრენინგის პირველი ნაწილის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლები გადამზადდნენ როგორც ტრენერები და მიიღეს ინფორმაცია მედია მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ. კერძოდ, ევროსაბჭოს ექსპერტმა მათ გააცნო წინასაარჩევნო პერიოდში მედიის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის თავისებურებები. ხოლო ტრეინგის მეორე ნაწილმა, კომუნიკაციების კომისიის ახლად გადამზადებულ ტრენერებს, მონიტორებისათვის საპილოტე ტრენინგის ჩატარების შესაძლებლობა მისცა. მედიამონიტორებმა იმუშავეს ისეთ თემებზე, როგორიცაა მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტები, მედიის მიერ არჩევნების გაშუქების კუთხით საქართველოში არსებული სამართლებრივი ჩარჩო, მონაცემთა ანალიზი, მართვა და ანგარიშგება.

კომუნიკაციების კომისია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 27 აგვისტოს დაიწყებს და რაოდენობრივი მონიტორინგის კუთხით, 24 საათიან რეჟიმში, 55-მდე ტელემაუწყებელს დააკვირდება, ხოლო თვისებრივი მედიამონიტორინგი 7 მაუწყებელზე, 19:00-დან 24:00 საათამდე პერიოდში განხორციელდება. მონიტორები დააკვირდებიან წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. მედიამონიტორინგის ანგარიშები კი, კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

ზემოთაღნიშნული აქტივობა განხორციელდა „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში (SFEM-GE)“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.

თბილისი, საქართველო 29 ივლისი - 3 აგვისტო, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge