Back უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის ექსპერტთა საბჭო

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის ექსპერტთა საბჭო

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭომ, ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის შემადგენლობაში შემავალმა ორგანომ, დღეს მოსაზრება გამოაქვეყნა საქართველოს კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც 14 მაისს მესამე მოსმენით იქნა მიღებული.

ამ 25 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სათითაოდ განიხილავს კანონში არსებულ სხვადასხვა დებულებებს და მათ გავლენას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, ექსპერტები, inter alia, აღნიშნავენ, რომ:

• კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე მიღებული შემოსავლის სავარაუდო რეტროსპექტული ჩათვლა აშკარად თვითნებურია, ვინაიდან შედეგად, კანონის სუბიექტები სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარებიან მაშინაც კი, თუ უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავალი კანონის მიღების შემდეგ შემცირდა;

• კანონი შეიცავს მრავალ დებულებას, რომელიც აწესებს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების ვალდებულებას, უცხოური ძალებისგან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზანთან განჭვრეტადი კავშირის გარეშე;

• კანონის დებულებები მიზნად ისახავს ისეთი მონიტორინგის მექანიზმის შექმნას, რომლის მოქმედების სფერო  ძალიან ფართომასშტაბიანი იქნება და გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციაზე. მისი დიაპაზონი და სიხშირე  არაჯეროვან ჩარევას გამოიწვევს;

• კანონის დებულებებით გათვალისწინებული სანქციები მარეგულირებელი ღონისძიებისთვის აშკარად გადამეტებულია.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ეს კანონი უცილობლად გამოიწვევს მისი სუბიექტების სტიგმატიზაციას ვიანიდან ის მათ უცხოური გავლენის გამტარებად აცხადებს მხოლოდდამხოლოდ მათი შემოსავლის ზოგიერთი წყაროს გამო. დასკვნაში აღნიშნულია რომ „მაშასადამე, არ არსებობს ამ კანონის რაიმე გამართლება, რომელიც ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნებოდა შესაბამისობაში.“

***

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს შესახებ: საბჭო 2008 წლის იანვარში შეიქმნა, ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის მიერ. იგი მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემო შექმნას შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და მისი განხორციელების შესწავლის და მისი, ასევე ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროპულ კარგ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ რეკომენდაციების გაცემის გზით. ის ახორციელებს თემატურ და ეროვნული დონის კვლევებს არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის  კონკრეტულ ასპექტებსა და იმპლემენტაციის საკითხებზე, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და წევრი სახელმწიფოებისთვის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (2007)14-ასთან შესაბამისობის კუთხით, რომელიც ევროპაში არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს ეხება. მისი საქმიანობა ევროპის საბჭოს 46 წევრ ქვეყანასა და ბელორუსზე ვრცელდება.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლის ექსპერტთა საბჭოს შესახებ

სტრასბურგი, საფრანგეთი 16 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge