საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელო ემსახურება გამოძიების პროცესში მსხვერპლი და დამნაშავე არასრულწლოვანი პირების მიმართ მოპყრობის გაუმჯობესებას.
სახელმძღვანელო აღწერს მსხვერპლი და დამნაშავე არასრულწლოვანი პირების ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და განსაკუთრებულ საჭიროებებს, ასევე არასრულწლოვანი პირების მიმართ გატარებული საგამოძიებო ტექნიკის სამართლებრივ ასპექტებს.
სახელმძღვანელო შექმნილია არასრულწლოვან პირებთან მუშაობის უფლებამოსილების მქონე პოლიციელებისა და გამომძიებლებისთვის.
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.
ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!