Back 16-17 დეკემბერს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ორგანიზებით სასამართლოების მენეჯერთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

16-17 დეკემბერს მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ორგანიზებით სასამართლოების მენეჯერთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

ღონისძიების პირველ ნაწილში შერჩეულმა სასამართლოს მენეჯერებმა წარმოადგინეს სასამართლოების ყოველდღიურ საქმიანობაში CEPEJ ინსტრუმენტების დანერგვის კარგი პრაქტიკა, ხოლო ოთხი საპილოტე სასამართლოს მენეჯერმა წარმოადგინა CEPEJ-ის ქოუჩინგის პროგრამის აქტივობები. აქვე აღინიშნა, რომ სტატისტიკოსებისთვის მეთოდოლოგიის ტრენინგის მომზადების შემდგომ, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის განყოფილებიდან ხაზი გაესვა მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის სტანდარტიზაციის მნიშვნელობას სასამართლო მონაცემთა მართვის თანმიმდევრულობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად.

ფორუმის მეორე ნაწილში ჩატარდა შესაძლებლობების განვითარების სემინარი სასამართლო დროის მენეჯმენტისთვის SATURN- ის განახლებული სახელმძღვანელოს და დროის მენეჯმენტის საკონტროლო სიის დანერგვის შესახებ.  ეს ინტერაქტიული სესიები მიზნად ისახავდა სასამართლოს მენეჯერების პრაქტიკული უნარებიტ აღჭურვას, რათა ეფექტურად მართონ დრო პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით და CEPEJ-ის ინსტრუმენტების გამოყენებით.  

აღნიშნული აქტივობა ორგანიზებული იყო პროექტის ‘’სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობა საქართველოშიფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭროს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის III (2023-2027) ფარგლებში.

თელავი, საქართველო 16-17 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge