Back საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა დაიწყო

26 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-15 საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“, ასევე, ევროპის საბჭოს პროექტის: „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. სკოლის მიზანია მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.

საზაფხულო სკოლის მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას, და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. ცხრა დღიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში; თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში; ინფორმაციის თავისუფლება კონსტიტუციური დემოკრატიის სიტემაში: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, ღია კონკურსის შედეგად, შეირჩა იურიდიული ფაკულტეტის 26 საუკეთესო სტუდენტი და კურსდამთავრებული საქართველოს უნივერსიტეტებიდან. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საზაფხულო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები იკავებენ წამყვან პოზიციებს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში, რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.

საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა 3 აგვისტოს დასრულდება.

26 ივლისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge