Back სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა

სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა

სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციის და ეროვნული კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებებისა  შრომით ურთიერთობებში უფლებების დაცვის სფეროში გამოწვევები კვლავ სახეზეა. მნიშვნელოვანია სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება ევროპის სოციალური ქარტიისა და მის მიერ აღიარებული და დაცული უფლებების და გარანტიების შესახებ. ამასთანავე, სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის განხილვა და განზოგადება შრომის, დასაქმების უფლების, თანაბარი შესაძლებლობებისა და პროფესიული მომზადების ნაწილში.

2023 წლის 28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და რელევანტური არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის გაიმართა შეხვედრა თემაზე: სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკა დასაქმების /თანაბარი შესაძლებლობების შექმნის და შრომის უფლების რეალიზების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრის შედეგად დამსწრე პირებს მიეცათ ინფორმაცია საქართველოში სოციალური ქარტიის  გავლენის შესახებ, აგრეთვე ქარტიითა და საქართველოს კანონმდებლობით შრომის/დასაქმების სფეროში დაცული უფლებების შესახებ (მათ შორის: წვდომა დასაქმებაზე; თანაბარი შრომითი შესაძლებლობები და სხვა). ტრენინგზე, ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისა და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის განხილვა და განზოგადება შრომის, დასაქმების უფლების, თანაბარი შესაძლებლობებისა და პროფესიული მომზადების ნაწილში. ტრენინგში მონაწილეობის შედეგად, მონაწილეებმა უკეთ გაიცნეს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის პრეცედენტული სამართალი და შეძლებენ მის უფრო მიზანმიმართულ გამოყენებას მათ ყოველდღიურ საქმიანობაში.

28 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge