Back თანასწორობის ელჩებმა ადგილობრივ დონეზე განსახორციელებელი ახალი ინიციატივები შეიმუშავეს

თანასწორობის ელჩებმა ადგილობრივ დონეზე განსახორციელებელი ახალი ინიციატივები შეიმუშავეს

თანასწორობის ელჩებმა ორდღიანი შეხვედრა გამართეს ბორჯომში, სადაც განიხილეს თავიანთი სამომავლო ინიციატივები, გეგმები და თავიანთი საქმიანობის ფარგლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზები.

ღონისძიების ფარგლებში ისინი  შეხვდნენ  სახალხო დამცველის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “კოალიცია თანასწორობისთვის” წარმომადგენლებს ადამიანის უფლებებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამართლებრივ მექანიზმებზე სასაუბროდ. მათ ასევე ისწავლეს ეფექტური კომუნიკაციის საშუალებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცნობიერების ამაღლების დროს.

შეხვედრის შედეგად, თანასწორობის ელჩებმა მრავალფეროვნებისა და თანასწორობის შესახებ თავიანთი სამომავლო ინიციატივები დაგეგმეს თბილისსა და რეგიონებში.

თანასწორობის ელჩები, რომლებიც  ევროპის საბჭოს კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას” ფარგლებში თბილისში, აჭარაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და პანკისში შეირჩნენ, ცდილობენ აქტიური წვლილი შეიტანონ  თანასწორობისა და მრავალფეროვნების პოპულარიზაციაში.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

28-29 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge