Back OGP-ის ადგილობრივი პროგრამა: საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი მმართველობის შესახებ იმსჯელეს

OGP-ის ადგილობრივი პროგრამა: საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინკლუზიური და უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი მმართველობის შესახებ იმსჯელეს

2024 წლის 29 მაისს, ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა ორგანიზება გაუწია ონლაინ ფორმატში დისკუსიას. საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის ადგილობრივ ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ადგილობრივი ინიციატივების ფარგლებში ინკლუზიურობისა და ადამიანის უფლებათა ხელშეწყობასთან დაკავშირებული გამოცდილებების, სტრატეგიებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

ღონისძიება გახსნა კონგრესის ადამიანის უფლებათა საკითხებში მუდმივი მომხსენებლის მოადგილემ მელანიე ლეპულტიემ და განაცხადა, რომ „კონგრესი ხელს უწყობს ღია მმართველობის პრაქტიკას გამჭვირვალობის გასაძლიერებლად, მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისებისა და საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის გასამყარებლად. ეს არა მხოლოდ აუმჯობესებს მმართველობას, არამედ აძლიერებს ადამიანის უფლებების დაცვას და ორივე ფუნდამენტური ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო OGP-ის ადგილობრივ პროგრამაში მონაწილე საქართველოს ექვს წევრ მუნიციპალიტეტში (ახალციხე, ხონი, ქუთაისი, ოზურგეთი, რუსთავი და თბილისი) ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევაში ადგილობრივ მმართველობაში ადამიანის უფლებების, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ინკლუზიურობის არსებული პრაქტიკების შესწავლის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილულ საკითხებს შორის იყო ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით მონაწილეობითი პრაქტიკების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის აუცილებლობა და ნაკლებად წარმოდგენილი მოქალაქეების შესაძლებლობების მხარდაჭერა.

წარმომადგენლებმა კაუსენიდან და ლეოვადან (მოლდოვის რესპუბლიკა), კიევიდან და ორჟიციდან (უკრაინა) და ოზურგეთიდან (საქართველო) ერთმანეთს სამოქალაქო ცხოვრებაში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართვისა და ეფექტიანი და ინკლუზიური სერვისების მიწოდების საერთო გამოწვევების შესახებ ინფორმაცია და მოსაზრებები გაუზიარეს.

OGP-ის ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში კონგრესი გააგრძელებს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას ინკლუზიური და მონაწილეობითი მმართველობის ხელშეწყობის მიზნით.

 

სტრასბურგი, საფრანგეთი 29 მაისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge