Back ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს 2024-2026 წლების ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას

ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს 2024-2026 წლების ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სამოქმედო გეგმის შემუშავებას

ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის პროექტის - „ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში“, ფარგლებში, 2024-2026 წლების ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა 27-28 ნოემბერს ბორჯომში.

ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი სახელმწიფო სტრუქტურების და უწყებების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ადიქციების პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები და აქტივობები, რომლებიც უნდა აისახოს რიგით მეორე ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.  ამასთან, ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა წარმოადგინა 2022-2023 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები.

სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის პროექტის ოფიცერმა სალომე უგრეხელიძემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ევროპის საბჭოს შედეგზე დაფუძნებული მართვის სისტემის (RBM) პრინციპები და ისაუბრა თუ რა როლი  ენიჭება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის პოლიტიკის განსაზღვრაში და მიმოიხილა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრევენციის მნიშვნელოვანი პრინციპები.

დამატებით, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე რეკომენდაციებს და ექსპერტულ მოსაზრებას პროექტის ეროვნული ექსპერტი დარეჯან (ჯანა) ჯავახიშვილი წარადგენს. ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცება უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე 2024 წლის დასაწყისში.

 

ბორჯომი, საქართველო 27-28 ნოემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge