Back პომპიდუ ჯგუფის მხარდაჭერით საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სპეციალისტები გადამზადნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე

პომპიდუ ჯგუფის მხარდაჭერით საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის სპეციალისტები გადამზადნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარების გასაუმჯობესებლად ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე სპეციალისტებისთვის (ფსიქოლოგები  და სოციალური მუშაკები)  ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის პროექტის - "ნარკოტიკების პრევენციის მხარდაჭერის ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში" ფარგლებში.  

სპეციალური პენიტენციური სამსახურის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის 10 ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი გადამზადდა 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ ბორჯომში. ტრენერების ტრენინგი მოიცავდა 12 სესიას ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებზე. თეორიულმა და პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა, მონაწილეები აღჭურვეს იმ საჭირო ინსტრუმენტებით, რაც აუცილებელია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ბენეფიციარების ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების გადასაჭრელად.

სამდღიანი პროგრამა შემუშავდა პომპიდუ ჯგუფის ორი ეროვნული ექსპერტის პუბლიკაციაზე - „ფსიქიკური ჯანმრთელობის აქტუალური საკითხების პრაქტიკული გზამკვლევი“, დაყრდნობით.

იმ მიზნით რომ შემუშავებული სასწავლო მოდულის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე პროფესიონალების უფრო ფართო სპექტრისთვის  ხელმისაწვდომი გახდეს, იგეგმება სასწავლო კურიკულუმის დანერგვა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

Borjomi, Georgia 1 დეკემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge