Back სახალხო დამცველის მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების შესახებ საქართველოში

სახალხო დამცველის მონიტორინგის ინსტრუმენტის პრეზენტაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის ზომების შეფასების შესახებ საქართველოში

10 ივლისს, ამოქმედდა მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა პრევენციის მექანიზმების გავლენის შესაფასებლად, მათ შორის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით არსებითი მონაცემების შესაგროვებლად. ევროპის საბჭოს  მხარდაჭერით სახალხო დამცველის ოფისისთვის შემუშავებულ ამ ინსტრუმენტს აქვს პოტენციალი გარდაქმნას საქართველოში პრევენციის სტრატეგიების არსებული სურათი. მონიტორინგის ინსტრუმენტი ეფუძნება ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის პრევენციის სვეტს.

პრეზენტაციაზე, ლევან იოსელიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ ინსტრუმენტი „დაგვეხმარება შევაფასოთ საჯარო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობა, მოგვცემს შესაძლებლობას გავაკეთოთ შეფასებები ცხად კრიტერიუმებზე დაყრდნობით’’. სტეფან სირბუმ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, აღნიშნა, რომ „მონიტორინგის ინსტრუმენტი იქნება მტკიცე მექანიზმი პრევენციული ზომების გასაძლიერებლად, რაც ამავდროულად ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს ამგვარი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში“. „ვიმედოვნებთ, რომ მონიტორინგის ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს სტამბოლის კონვენციისა და GREVIO-ს რეკომენდაციების შესრულებას“, - აღნიშნა კატერინა ბოლონეზემ, ევროპის საბჭოს გენდერული თანასწორობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

პრეზენტაციაზე გაიმართა GREVIO-ს სამდივნოს საინფორმაციო სესია, რომელიც ფოკუსირებული იყო კონვენციის მოთხოვნებზე პრევენციის ზომებთან მიმართებაში. ევროპის საბჭოს ექსპერტებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ინსტრუმენტის მახასიათებლებისა და შესაძლებლობების შესახებ.

გენდერულ თანასწორობაზე, არაძალადობრივ ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე, ადამიანის უფლებებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებასთან ერთად მონიტორინგის ინსტრუმენტი მოიცავს ადმინისტრაციულ მონაცემებს, კვლევებს და გამოკითხვებს ამ საკითხებთან დაკავშირებით.

სხვადასხვა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული ინიციატივა პანელური დისკუსიის დროს. მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ, გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროებმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამოხატეს მხარდაჭერა ინსტრუმენტის დანერგვასთან დაკავშირებით. მათ აღიარეს მისი პოტენციალი, რომ მნიშვნელოვნად გაზარდოს მონაცემთა შეგროვება და გააუმჯობესოს მომავალი პრევენციის გეგმები შეფასების მიგნებებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

მონიტორინგის ინსტრუმენტი შემუშავდა ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში. ინსტრუმენტის დანერგვა საქართველოს საშუალებას მისცემს გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვასთან ერთად.

10 ივლისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge