Back მედიაციის საჭიროებების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია

მედიაციის საჭიროებების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია

12 ივლისს ევროპის საბჭომ ჩაატარა შეხვედრა, სადაც წარმოადგინა საჭიროებათა შეფასების ანგარიში სამოქალაქო საქმეებში სასამართლო და კერძო მედიაციის შესახებ.

ანგარიშში აღნიშნულია რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ხაზს უსვამს ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აუცილებლობას მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკის მიზნებით და მრჩეველთა საბჭოს შექმნის საჭიროებას, რომელიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან იქნება შემდგარი. იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დასახელებულია მთავარ გამოწვევად, რომლის მოგვარებაც ხელს შეუწყობს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ფართო გამოყენებას.

დისკუსიის დროს მედიატორთა ასოციაციის, სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა განიხილეს კვლევის შედეგები და წარმოადგინეს თავიანთი ხედვა საქართველოში მედიაციის მექანიზმის შემდგომი განვითარების შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა კვლევის მიგნებების საფუძველზე გასატარებელი შემდგომი ღონისძიებები.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.

12 ივლისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge