ევროპის საბჭოს ოფისის და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა ერთობლივი შეხვედრა ქართველ ახალგაზრდა ევროპელ ელჩებთან (YEAs). YEA-ებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს თანასწორობის ხელშეწყობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ რეგიონული ტრენინგის სერია, რომელიც მოიცავდა ონლაინ და ფიზიკურ ღონისძიებებს. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ თანასწორობის ელჩები, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის საბჭოს პროექტს „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“.
YEA-ებმა და თანასწორობის ელჩებმა მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოს და ევროკავშირს საქართველოში ერთობლივად შესრულებული სამუშაოსთვის და ხაზი გაუსვეს ახალგაზრდებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფის კუთხით. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს ინტერესი თანასწორობის დაცვის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მიმართულებით მათი შესაძლებლობების განვითარების შესახებ. მათ აგრეთვე მზადყოფნა გამოხატეს, თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყონ თანასწორობისა და ტოლერანტობის საკითხების პოპულარიზაციას.
წაიკითხეთ მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესახებ
„თანასწორობის ელჩები“, პროექტის „თანასწორობისა და დისკრიმინაციის გაძლიერება საქართველოში“ ინიციატივაა. აღნიშნული პროექტი ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.