ევროპის საბჭოს პროექტი „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ იწყებს სატენდერო პროცედურას საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, რათა უზრუნველყოს სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაძლებლობების გაძლიერება ეროვნული საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) შესაბამისად და მისი განხორციელება შიდა დონეზე.
სატენდერო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 12 ივლისი.
სატენდერო განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრონული ფოსტით (დანართებით) შემდეგ მისამართზე: dgi-coordination@coe.int შემდეგი მითითებით სათაურში: ტენდერი - საკანონმდებლო ექსპერტიზისა და შესაძლებლობების განვითარების შესახებ საკონსულტაციო მომსახურების შეძენა. ტენდერები, რომლებიც გაგზავნილია სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე, უარყოფილი იქნება.
ტენდერთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე dgi-coordination@coe.int, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრე.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ტენდერის მოთხოვნები: