Back რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა და საარჩევნო მოხელეებმა იმსჯელეს მედიის განვითარებასა და არჩევნების დაბალანსებული გაშუქებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებმა და საარჩევნო მოხელეებმა იმსჯელეს მედიის განვითარებასა და არჩევნების დაბალანსებული გაშუქებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

2024 წლის 27 ივლისს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, „მედიის განვითარება და არჩევნების გაშუქება“, რეგიონული მედია საშუალებებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესების დროს მედია გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ევროპის საბჭო აგრძელებს რეგიონული მედია საშუალებებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის არსებული საკომუნიკაციო პლატფორმის მხარდაჭერას.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, სვეტისლავ პაუნოვიჩმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, პარმენ ჯალაღონიამ. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს  საარჩევნო პროცესებში მედია საშულებების როლის მნიშვნელობას, მათ შორის - პლურალიზმის, მრავალფეროვნებისა და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობის აუცილებლობას მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტები, სარედაქციო განყოფილებების ხელმძღვანელები და პროდიუსერები წამყვანი რეგიონული მედია საშუალებებიდან.  მონაწილეებმა, სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს საარჩევნო პროცესების გაშუქება და ციფრული ეპოქა, არჩევნები და მედიის მხარდაჭერა, გენერირებული ხელოვნური ინტელექტი და მისი გავლენა არჩევნებზე, არჩევნების დღე და ანგარიშგება, ეგზიტპოლები და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, არჩევნების დღის შემდგომი გაშუქება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა და საარჩევნო კამპანია და სხვა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ახალი ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ხმის მიცემის ახალი პროცედურების შესახებ.

სამუშაო შეხვედრამ ცხადყო საარჩევნო ადმინისტრაციასა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმის ეფექტიანობა. ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს მედიის წარმომადგენლებსა და უმაღლეს საარჩევნო კომისიას შორის არსებული კომუნიკაციის პლატფორმის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში, პროექტის მხარდაჭერით.

ბათუმი, საქართველო 27 ივლისი 2024
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge