Back ქალაქ თბილისის მერიისა და თბილისის რაიონების გამგეობების წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგი ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის მეთოდოლოგიებში

ქალაქ თბილისის მერიისა და თბილისის რაიონების გამგეობების წარმომადგენლებმა გაიარეს ტრენინგი ევროპის საბჭოს სამოქალაქო მონაწილეობის მეთოდოლოგიებში

2023 წლის 23-24 თებერვალს ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში თბილისის მერიისა და თბილისის რაიონების გამგეობის წარმომადგენლები გაეცნენ ევროპის საბჭოს მონაწილეობით ინსტრუმენტებს.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმებთან დაკავშირებით, როგორიცაა 1. „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“ - ინსტრუმენტი დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა-ანალიზისთვის, 2. „CivicLab“ - ინსტრუმენტი პოლიტიკის შემუშავებაში საკონსულტაციო პროცესების ინკლუზიურობის ხელშეწყობისთვის, 3. "Uchange" - საგანმანათლებლო ინსტრუმენტი/დაფა სამოქალაქო მონაწილეობის თემაზე და „მოქალაქეთა ასამბლეა" - სათათბირო დემოკრატიის ფორმა.

მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს იდეები და განიხილეს თითოეული მეთოდოლოგიის ადგილობრივ კონტექსტთან შესაბამისობა, ხოლო პრაქტიკულ სესიებში მონაწილეობით კი განივითარეს მეთოდოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ამასთან, მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოსცადეს თუ როგორ შეიძლება ჩაატარონ და ხელი შეუწყონ „CivicLab“-ის კონსულტაციებს, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის/რაიონის აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას მოქალაქეების აქტიური მონაწილეობით.

  • „CivicLab მეთოდოლოგია შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული თბილისში საჯარო  სივრცეების დაგეგმვისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა შეხედულებებისა და საჭიროებების გათვალისწინებას“ -  აღნიშნა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა.
  • „CivicLab შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული თბილისში საჯარო სივრცეების დაგეგმვისთვის, რათა მოხდეს მოქალაქეთა შეხედულებებისა და საჭიროებების გათვალისწინება“ - აღნიშნა სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესისაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

23-24 February 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page