Back სამართალწარმოება გონივრულ ვადებში - ვებინარების სერია საერთო სასამართლოების თანამშრომლებისთვის

სამართალწარმოება გონივრულ ვადებში - ვებინარების სერია საერთო სასამართლოების თანამშრომლებისთვის

ვებინარების სერიათა ციკლის, „სასამართლო წარმოება გონივრულ ვადებში“, პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საერთო სასამართლოების მოსამართლეები და თანამშრომლები დაესწრენ. დამსწრეთა რაოდენობამ 75 ადამიანი შეადგინა.

აღნიშნული ვებინარების სერია შესაძლებლობას მისცემს დამსწრეებს გაეცნონ იმ ცნებებს, ინსტრუმენტებსა და მაგალითებს სასამართლო ვადების შემუშავების, განლაგების და მონიტორინგის შესახებ, რაც საქმეთა გონივრულ ვადებში განხილვაში დაეხმარება.

ვებინარების შინაარსი თანმიმდევრულად წარმოაჩენს სასამართლო პროცესის გონივრულ ვადაში გადაწყვეტის მნიშვნელობას, იყენებს პოლიტიკის დოკუმენტებს, რომლებიც  აღნიშნული მიზნის მიღწევას შესაძლებელს გახდის.  

ღონისძიებათა ციკლი მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ) ორგანიზებით ტარდება.

ვებინარების სერია ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და ადვოკატთა პროფესიონალიზმის ამაღლება საქართველოში“, პროგრამის "პარტნიორობა კარგი მმართელობისთვის" ფარგლებში დაგეგმილი აქტივობაა.

27 მაისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page