Back საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმი აძლიერებენ ადამიანის უფლებათა სწავლებას განგრძობადი გადამზადებით

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმი აძლიერებენ ადამიანის უფლებათა სწავლებას განგრძობადი გადამზადებით

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ადამიანის უფლებების სწავლების სფეროში ტრენერთა მომზადებას განაგრძობს. ტრენინგები ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ოქტომბერში ორ ეტაპად, 15-17 ოქტომბერს და 18-20 ოქტომბერს, განხორციელდა. ტრენერთა ტრენინგი ადამიანის უფლებების თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან საგანმანათლებლო დაწესებულების 28 მანდატურმა გაიარა.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების გამოყენებით, დეტალურად გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაციული ქცევის ფსიქოლოგია: ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები და არადისკრიმინაციული კომუნიკაცია; სიძულვილის ენა; ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის; ევროპის საბჭოს ინსტრუმენტები ადამიანის უფლებების სწავლების სფეროში და სხვა.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

21 ოქტომბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge