Back სამუშაო შეხვედრა ინტერნეტ სერვის პროვაიდარებთან ინტერნეტსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით

სამუშაო შეხვედრა ინტერნეტ სერვის პროვაიდარებთან  ინტერნეტსა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ევროპის საბჭომ ადგილობრივ ბენეფიციარებთან პარტნიორობის ფარგლებში ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე „ინტერნეტი და ადამიანის უფლებები“. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი ინტერნეტ პროვაიდერები, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტებმა მიმოიხილეს ინტერნეტ სერვის პროვაიდერების ახალი გაიდლაინი, მათ შორის ინტერნეტ სერვის პროვაიდერებისა და ჰოსტინგ კომპანიების უფლებები და ვალდებულებები, როდესაც ხელისუფლების მოთხოვნას კონკრეტული ინტერნეტ კონტენტის ბლოკირების, ფილტრისა და მოხსნას განიხილავენ.  ევროპის საბჭოს ექსპერტი მიესალმა ადგილობრივი ბენეფიციარების ძალისხმევას დაფუძნდეს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობას აძლევს მიმოიხილოს ყველა აქტუალური საკითხები. ევროპის საბჭოს ექპერტმა ასევე მოუწოდა ბენეფიციარებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ შესაბამის ადგილობრივ და რეგიონალურ ღონისძიებებში.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროექტისინტერნეტ თავისუფლების დაცვა კანონმდებლობისა და დაინტრესებულ მხარეებისათვის დიალოგის ხელშეწყობის დახმარებითფარგლებში. აღნიშნული პროექტის იმპლემენტაცია დაიწო 2015 წლის იანვარში და მიზნად ისახავს ინტერნეტის შესახებ ნაციონალური კანონმდებლობის და პოლიტიკის ევროპის საბჭოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებთან შესაბამისობის გაძლიერებაას. ასევე ევროპის საბჭოს ინტერნეტ მმართველობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამისი პრეცედენტული სამართლის შესახებ ხელისუფლების შტოების  ცოდნის ამაღლებას.

“სასტუმრო რუმსი”, თბილისი საქართველო 21 ოქტომბერი, 2016
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge