Back რუსთავი: ევროპის საბჭო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტთან ერთად „მოქალაქეთა ასამბლეის“ ორგანიზებას იწყებს

რუსთავი: ევროპის საბჭო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტთან ერთად „მოქალაქეთა ასამბლეის“ ორგანიზებას იწყებს

ევროპის საბჭომ რუსთავის მერიასთან ერთად რუსთავში „მოქალაქეთა ასამბლეის“ მექანიზმის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრამ „მოქალაქეთა ასამბლეის“ გაცნობის მიზნით გააერთიანა მერიის, სამოქალაქო საზოგადოების 30-მდე წარმომადგენელი და მოქალაქეები.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ხაზი გაუსვა რუსთავში „მოქალაქეთა ასამბლეის“ წარმატებით განხორციელებაში  მოქალაქეების განსაკუთრებულ როლს. ევროპის საბჭოს პროგრამის უფროსმა მრჩეველმა, კორნელია პერლემ ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პროცესების გასაძლიერებლად. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, მარსინ გერვინმა და კოკა კიღურაძემ მონაწილეებს წარუდგინეს „მოქალაქეთა ასამბლეის“ მექანიზმი და უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს  მექანიზმის განხორციელების შესახებ.

„მოქალაქეთა ასამბლეის“  მექანიზმი, რომელიც შემუშავებულია Center for Blue Democracy-ის მიერ, გვთავაზობს მეთოდოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს  უკეთესად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, შეისწავლონ ქალაქის პრობლემატური საკითხი დარგის ექსპერტების დახმარებით და გაცვალონ მოსაზრებები დაინტერესებულ მხარეებთან. „მოქალაქეთა ასამბლეის“ ორგანიზება შესაძლებელია კონკრეტულ თემაზე, როდესაც მუნიციპალიტეტისთვის  მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყდეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია „მოქალაქეთა ასამბლეა“ გახდეს დემოკრატიის სტანდარტული ელემენტი - გადაწყვეტილებების მიღების ფორმა ქალაქში ან ქვეყანაში. ქალაქ რუსთავში გამოყენებული იქნება მეთოდოლოგია, რათა მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება განიხილონ კონკრეტული საკითხი და მიაწოდონ რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს/სტრუქტურებს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხთან დაკავშირებით.

„მოქალაქეთა ასამბლეა“ როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე, აქტიურად ხორციელდება 2004 წლიდან სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და პოლონეთში. დამატებითი ინფორმაციისთვის „მოქალაქეთა ასამბლეის’ მეთოდოლოგიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ სახელმძღვანელო .

ღონისძიებ განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტისმონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიის გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

24 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page