Back პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა

პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა

2022 წლის 13 დეკემბერს გაიმართა პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრა, სადაც მოხდა იმპლემენტაციის პირველი წლის შეჯამება და სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.

შეხვედრა გახსნეს ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროგრამების განყოფილების უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ლილიტ დანეგიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ასათიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ქალბატონმა ნინო მელაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებდნენ ბაშაკ ბოიოღლუ, პროექტის კოორდინატორი ევროპის საბჭოდან, დავით სიმონია, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე და კონსტანტინე გელაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს 2022 წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, აგრეთვე დაამტკიცეს მომდევნო 6 თვის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების  გეგმა. შეხვერის მეორე ნაწილში პროექტის გუნდმა წარმოადგინა განახლებული ლოგიკური ჩარჩო, ხოლო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ განახლებულ საჭიროებებზე.

პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ მიზანია უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მისი ხარისხის გაუმჯობესება, ადვოკატების პროფესიონალიზმისა და ეფექტიანობის გაზრდა და მართლმსაჯულების სისტემის რგოლებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page