2017 წლის 30 იანვარს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რათა შეხვედროდა მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის განსახილველად.
გენერალური მდივანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს; პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და ევროპაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას, მან დაადასტურა საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური, სასამართლოს და მედია კანონმდებლობის რეფორმებისადმი ევროპის საბჭოს მხარდაჭერა.