Back იურიდიული დახმარების სამსახური ხვდება მოქალაქეებს რეგიონებში

იურიდიული დახმარების სამსახური ხვდება მოქალაქეებს რეგიონებში

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა დაასრულა შეხვედრების სერია მოქალაქეებთან და უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატებთან საქართველოს რეგიონებში. შეხვედრები გაიმართა სამეგრელოს და გურიის თერთმეტ მუნიციპალურ ცენტრში.

შეხვედრებზე იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ იურიდიულ სერვისებზე და განიხილეს საკითხები, რომლებთანაც ყველაზე ხშირად უწევთ შეხება ბიუროების ადვოკატებს მოცემულ რეგიონებში. აღნიშნულ თემებს შორის იყო ქალთა წინააღმდეგ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, ბავშვის უფლებები, სოციალური დახმარება და მისი ხელმისაწვდომობა. ინიციატივის ფარგლებში სამსახურმა ორგანიზება გაუწია იმიტირებულ სასამართლო პროცესებს რეგიონული ბიუროების ადვოკატების მონაწილეობით სამეგრელოსა და გურიაში.

აქტივობების ორგანიზება მოხდა პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

22 ივნისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page