Back დასრულდა ტრენინგების სერია იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის

დასრულდა ტრენინგების სერია იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის

ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა დაასრულეს ტრენინგების სერია იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის. აღნიშნული ტრენინგები ჩატარდა ადვოკატებისთვის ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენებაზე სისხლის სამართლის პროცესში სახელმძღვანელოს შექმნის შემდეგ.

ტრენინგების შედეგად სამოცამდე მონაწილემ მიიღო ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორიცაა ოჯახში ძალადობა, მტკიცებულებების შეგროვება, თავისუფლების უფლება, სამართლებრივი დახმარების გაწევის მთავარი ასპექტი, საპროცესო შეთანხმება და აღკვეთის ღონისძიებები; სასამართლო პროცესის სამზადისი; დასაშვებობა, სანდოობა და მტკიცებულებათა გაცვლა; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი და საკუთრების უფლება სისხლის სამართლის პროცესში.

სახელმძღვანელო აწვდის ადვოკატებს ყოვლისმომცველ მითითებებს, რათა მათ უკეთ შეძლონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების შესაბამისად იმოქმედონ სისხლის სამართლის საქმეებში კლიენტების წარდგენის დროს.

ტრენინგები ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის  სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის”  ფარგლებში.

27-28 ნოემბერი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page