Back საქართველოსა და ესტონეთს შორის ნარკოპოლიტიკისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის შესახებ გამოცდილების გაზიარება

საქართველოსა და ესტონეთს შორის ნარკოპოლიტიკისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციის შესახებ გამოცდილების გაზიარება

საქართველოში ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების  პრევენციული სტრატეგიების გასაძლიერებლად,   23-25 ოქტომბერს ტალინში (ესტონეთი) ქართული დელეგაციისთვის სამდღიანი სასწავლო ვიზიტი გაიმართა. ვიზიტი ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის პროექტის - "ნარკოტიკების პრევენციის მხარდაჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში" ფარგლებში ესტონეთის ჯანმრთელობის განვითარების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული.

ვიზიტის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს ნარკოპოლიტის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭოს წარმომადგენლებისთვის ნარკოპოლიტიკის ესტონური მოდელის და საკანონმდებლო ჩარჩოს გაცნობა, რომლის   ერთობლივ კოორდინირებას ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. სასწავლო ვიზიტის მონაწილეები ესტონეთში არსებულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრევენციულ სისტემებს გაეცნენ, მათ შორის ბავშვებისა და მოზარდებისთვის არსებულ საყოველთაო, ოჯახზე დაფუძნებულ, სკოლასა და გარემოზე ორიენტირებულ პრევენციულ პროგრამებს და ინტერვენციებს.

ესტონელმა კოლეგებმა ვიზიტის ქართველ მონაწილეებს გააცნეს სასკოლო პრევენციის მთელი რიგი წარმატებული პროგრამები, მათ შორის "საოცარი წლები", პოზიტიური მშობლობის პროგრამის ინტერვენციები და ’’კარგი ქცევის თამაში’’ (VEPA). ქართულმა მხარემ   მნიშნელოვანი ინფორმაცია მიიღო ესტონეთში პრევენციის ევროპული კურიკულუმის (EUPC) დანერგვისა და ნივთიერებების მოხმარების პრევენციის შესახებ მასწავლებლისთვის განკუთვნილი  სახელმძღვანელოს თაობაზე.

ვიზიტის მონაწილეებმა ესტონეთში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული პრევენციული ინტერვენციების დანერგვის სფეროში პრევენციის სამეცნიერო საბჭოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ შეიტყვეს, კერძოდ თუ როგორ მუშაობს ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი დახურული დაწესებულებები და ამასთან, მიიღეს ცოდნა რეფერალური სისტემის მუშაობის თაობაზე. ესტონურმა მხარემ ქართველ კოლეგებს პრევენციული პროგრამების შეფასების მეთოდებზე, მონაცემთა შეგროვებასა და მონიტორინგის საკითხებზე ინფორმაცია გაუზიარა.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ესტონეთის სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, მათ შორის ჯანდაცვის განვითარების ინსტიტუტის, სოციალური საკითხთა  სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სოციალური სადაზღვევო საბჭოს, პრევენციის სამეცნიერო საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ვიზიტში მონაწილეობდნენ ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის (იუსტიციის სამინისტრო), სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ვიზიტის დასასრულს, პომპიდუს ჯგუფის აღმასრულებელმა მდივანმა დენის ჰუბერმა ორმხრივი შეხვედრა გამართა საზოგადოებრივი წესრიგისა დაცვის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მრჩეველთან აინ პეილთან, ხოლო სასწავლო ვიზიტის დელეგაციას თბილი დახვედრა მოუწყო ბატონმა ტარმო მილიტსმა, ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა მდივანმა.

სასწავლო ვიზიტის დროს მიღებული ცოდნა და გაზიარებული გამოცდილება გამოყენებული იქნება ნარკოტიკების მოხმარების პრევენციის სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების გასაუმჯობესებლად და საქართველოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამების დასანერგად, რაც სარგებლის მომტანი იქნება როგორც ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ისევე მათი მშობლებისთვის.

23-25 ოქტომბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge