Back ფინეთის გამოცდილების გაზიარება აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ

ფინეთის გამოცდილების გაზიარება აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ

14-15 სექტემბერს ევროპის საბჭოს ორგანიზებით, აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების გაცნობის მიზნით, საქართველოს დელეგაციისთვის ჩატარდა  სასწავლო ვიზიტი ფინეთში. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ფინეთის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ქართული მხარისთვის გაცნობა და მათი პროფესიონალიზმის ამაღლება სისხლის სამართლის მედიაციის ეფექტურად განხილვაში.

დელეგაცია შედგებოდა მედიატორების, სისხლის სამართლის მედიაციის პროცესების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი მენეჯერებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლისაგან. დელეგაცია შეხვდა ფინეთის ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის სამართლის მედიაციაზე. სასწავლო ვიზიტის დროს დელეგაციას ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა მიეღო ყოვლისმომცველი ინფორმაცია ფინეთის მედიაციის სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე. მონაწილეები გაეცნენ სისხლის სამართლის მედიაციის სხვადასხვა ფორმებს, როგორიცაა მედიაცია ახალგაზრდებისთვის, მედიაცია ადგილობრივ თემებსა და სკოლებში, მედიაცია მძიმე დანაშაულის საქმეებში. მათ მიიღეს ინფორმაცია მედიაციის პროცესში მედიატორებისა და პროკურორების როლის შესახებ, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და აღდგენითი დიალოგის როლის შესახებ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

მონაწილეებმა ასევე მოინახულეს მედიაციის ოფისი და დაათვალიერეს სივრცე, სადაც სისხლის სამართლის მედიაცია ტარდება.

სასწავლო ვიზიტი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge