Back ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში

ნორვეგიის გამოცდილების გაზიარება შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში

25-27 აპრილს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად  ევროპის საბჭოს ორგანიზებით საქართველოს დელეგაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების  სასწავლო ვიზიტი ჩატარდა ნორვეგიაში. ვიზიტისას განხილულ თემებს შორის იყო შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე, დისკრიმინაციასა და სიძულვილის ენაზე რეაგირების, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო, მრავალსექტორული თანამშრომლობის სარგებელი და ამ სფეროებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა.

სასწავლო ვიზიტის მიზანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების - საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (განცხადება №73235/12), შესრულების პროცესში საქართველოს ხელისუფლების დახმარება იყო. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების (კერძოდ, ჰომოფობიური ძალადობის) გამოძიებაში ხარვეზები აღმოაჩინა და თბილისში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (IDAHOT) მსვლელობაში მონაწილე მომიტინგეების დაცვის წარუმატებლობა გამოკვეთა. გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებში აღინიშნა შემდეგი საკითხების მნიშვნელობა:

  • შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა
  • ძალადობის ეფექტური გამოძიება
  • მონაცემთა შეგროვების აუცილებლობა
  • შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ შესაძლებლობების განვითარება
  • შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ყოვლისმომცველი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა.

დელეგაციის შედგებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, უზენაესი სასამართლოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატისა და კოალიცია თანასწორობისთვის წარმომადგენლებისგან.

ვიზიტის დროს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სპეციალიზებული საგამოძიებო სისტემის შესახებ ნორვეგიის გამოცდილებას, სპეციალიზებული გამომძიებლების მუშაობას ნორვეგიაში, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებისა და დევნის შესახებ მონაცემთა შეგროვებასა  და ამავე ტიპის დანაშაულების განხილვის სასამართლო პრაქტიკას. უფრო კონკრეტულად, მონაწილეები გაეცნენ  ნორვეგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმას პოლიციისთვის: მრავალფეროვნება, დიალოგი და ნდობა, რომელიც წარმართავს პოლიციის მუშაობას 2022-2025 წლებში. ნორვეგიის თანასწორობისა და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის ომბუდმა ასევე წარმოადგინა თავისი სტრატეგია 2023-2025 წლებისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულზე მუშაობას. მან ასევე შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის ქსელთან მუშაობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წვლილზე ისაუბრა  მსგავსი დანაშაულების პრევენციაში, მონაცემთა წარმოებასა და მსხვერპლთა მხარდაჭერაში. სასწავლო ვიზიტი ასევე მოიცავდა სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების შესახებ ნორვეგიულ ორგანიზაციასთან შეხვედრას, და პროექტის - Pink Competency Justice პრეზენტაციასა და ნორვეგიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტში (NHRI) ვიზიტს. შეხვედრა ნორვეგიის პოლიციის სამსახურთან (და პოლიციის ეროვნულ დირექტორატთან) მიმართული იყო შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის პრევენციაზე, ხოლო კულტურისა და თანასწორობის სამინისტროსთან განხილული იყო სამინისტროს სამოქმედო გეგმა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, გენდერული გამოხატვისა და გენდერული მახასიათებლების საფუძველზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

მონაწილეებმა ასევე მოინახულეს  22 ივლისის მემორიალური ადგილი, რომელიც 2011 წელს ივლისში ოსლოსა და უტოიაში მემარჯვენე ტერორისტის მიერ მოკლულ 77 ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, რომელთაგან უმეტესობა ახალგაზრდა იყო. 

ეს ინიციატივა პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ნაწილია, რომელიც საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში ფინანსდება. ეს ინიციატივა თანადაფინანსებულია ევროპის საბჭოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის განყოფილების (SOGI) მიერ.

27 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page