Back სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეხვედრები გამართა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგიონებში

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეხვედრები გამართა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგიონებში

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე წლის 13-14 ივლისს და 27 ივლისი-1 აგვისტოს პერიოდში 8 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კახეთის, აჭარის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებში. 

შეხვედრების უპირველეს მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობიერების ამაღლება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის და როლის თაობაზე, ასევე სერვისების ხელმისაწვდომობისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე. შეხვედრებზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯერებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს შესაბამისი ინფორმაცია სამსახურის უფლებამოსილებისა და შეტყობინების სხვადასხვა მეთოდების მათ შორის ცხელი ხაზის თაობაზე. ინტერაქციის და თვალსაჩინოებისთვის შეხვედრის მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისთვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge