Back უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები ინფორმირებულები არიან ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების შესახებ

უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები ინფორმირებულები არიან ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების შესახებ

2017 წლის 11-12 თებერვალს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასისტენტებისთვის თემაზე „დისკრიმინაციასთან ბრძოლის ევროპული სტანდარტები“. ტრენინგი ჩატარდა ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ და მიზნად ისახავდა უზენაესი სასამართლოს თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას ანტი-დისკრიმინაციულ ევროპულ სტანდარტებზე ისევე როგორც ადგილობრივი კანონმდებლობისა და ქვეყანაში არსებული პრაქტიკის შესახებ.

ტრენინგის შედეგად უზენაესი სასამართლოს ოცდაათმა თანამშრომელმა აიმაღლა ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დისკრიმინაციასთან ბრძოლისა  და ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის სხვა სტანდარტების შესახებ. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ განეხილათ ისეთი საკითხები როგორიცაა: დისკრიმინაციის საქმეების გამოძიება; დისკრიმინაციის ყველა ფორმასთან ბრძოლის ეროვნული პრეცედენტული სამართალი; სქესზე, ეთნიკურობაზე, კანის ფერზე, ენობრივ ნიშანზე, რელიგიაზე,  პოლიტიკურ და სხვა შეხედულებებზე დაფუძნებული დისკრიმინაციის სახეები.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

11-12 თებერვალი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge