Back სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების ტრენინგი ეფექტიან კომუნიკაციაზე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების ტრენინგი ეფექტიან კომუნიკაციაზე

2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის 55 თანამშრომელი, კერძოდ ხელმძღვანელ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლები და გამომძიებლები ეფექტიანი კომუნიკაციის სამ დღიან ტრენინგს დაესწრნენ.    

ტრენინგის მიზანი იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერა  ადამიანის უფლებების დაცვის საპოლიციო ზომების კომუნიკაციის პრინციპების დანერგვაში. ასევე, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ, რაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებას და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდა და უნარები, რაც  დამნაშავეებთან, სახელმწიფო მოხელეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ზოგადად საზოგადოებასთან სხვადასხვა თემების კომუნიკაციაში დაეხმარებათ.   

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის დაცვით საპოლიციო ზომების გატარება  საქართველოში“, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისათვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page