Back სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში - წარმატებული თანამშრომლობის სამი წლის აღნიშვნა და შეფასება

სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში - წარმატებული თანამშრომლობის სამი წლის აღნიშვნა და შეფასება

2023 წლის 1 დეკემბერს ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში მრავალპროფილიანი პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. 

ღონისძიება გახსნა ქრისტოფ პუარელმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის (DGI) ადამიანის უფლებათა დირექტორმა; ბექა ფერაძემ, მთავარმა შრომის ინსპექტორმა, ლევან იოსელიანმა, საქართველოს სახალხო დამცველმა და ნატალია ვუტოვამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია რომ სოციალური უფლებების დაცვის შესახებ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ასევე თამილა ბარკალაიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური უფლებების პატივისცემის გაძლიერებას ევროპის სოციალური ქარტიის დებულებებთან დაახლოების მეშვეობით. ამ კუთხით, პროექტმა შეაფასა ქვეყანაში სოციალური უფლებების სფეროში არსებული ძირითადი საკითხები, განსაზღვრა და შეათანხმა ხელისუფლებასთან შემდგომი თანამშრომლობის ჩარჩო სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევების გადასაჭრელად.

ღონისძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს:

  • მიმდინარე ინიციატივების ფარგლებში წარმოდგენილი მიღწევები, გამოწვევები და მისწრაფებები;
  • ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს სოციალური უფლებების სფეროს ევროპულ სოციალურ ქარტიასთან შესაბამისობაში მოყვანის გზები;
  • სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში: არსებული რეალობისა და მომავლის მისწრაფებების გათვალისწინებით
  • სამუშაო ადგილზე სამართლიანობის ხელშეწყობა: შრომის ინსპექციის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში
  • სოციალური უფლებების დაცვა საქართველოში

დასკვნითი ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო, ინფორმირებულ დისკუსიებში ჩართვისთვისთვის, აზრთა გაზიარებისა და საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართული ერთობლივი მუშაობისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც მთავრობის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სოციალური და ეკონომიკური უფლებების ხელშეწყობასა და დაცვაზე მუშაობენ.

პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი პრაქტიკის ევროპის სოციალურ ქარტიასთან შესაბამისობაში მოყვანას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ორი შეფასების, ხუთი ექსპერტული მიმოხილვისა და რეკომენდაციების შეთავაზებით. სულ ჩატარდა 42 ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 650 მონაწილემ. გარდა ამისა, ითარგმნა, ადაპტირდა ან შემუშავდა და გავრცელდა 19 პუბლიკაცია, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამიზნე ჯგუფებში სოციალური და შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებულობისა და ცოდნის გაზრდაში.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის მიღწევების და შესაბამისი ღონისძიებების შესახებ ილუსტრირებულია ამ კრებულში სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში.

პროექტის პარტნიორებმა და ბენეფიციარებმა შეხვედრაზე არაერთხელ გამოხატეს მადლიერება ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მიმართ პროექტის ფარგლებში გაწეული ძალისხმევისა და მიღწევებისთვის. „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ სოციალური უფლებების მიმართულებით ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული პირველი სრულფასოვანი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტია საქართველოში. პროექტის პარტნიორებმა და ბენეფიციარებმა ხაზი აგრეთვე გაუსვეს პროექტის შედეგებს და გამოთქვეს მომავალში თანამშრომლობის გაგრძელების იმედი.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებშიპროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

თბილისი, საქართველო 1 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge