Back ტრეინინგი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში პროკურატურის თანამშრომლებისათვის

ტრეინინგი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში პროკურატურის თანამშრომლებისათვის

ევროპის საბჭო და ევროკავშირი განაგრძობენ პროკურატურის მხარდაჭერას ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველსაყოფად. 2023 წლის 7-8 ნოემბერს ჩატარდა პირველი ტრენინგი პროკურატურის თანამშრომლებისთვის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაზე, სისხლის სამართლის პოლიტიკის დაგეგმვაზე, განხორციელებაზე, მონიტორინგსა და შეფასებაზე.

ტრენინგ კურსის შედეგად მონაწილეებმა (13 ქალი და 6 კაცი) ცოდნა გაიღრმავეს საქართველოს მთავრობის 629-ე დადგენილებაზე დაყრდნობით პოლიტიკის ანალიზის, დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ძირითად პრინციპებზე, მეთოდებსა და პროცედურებზე.

თეორიული ნაწილის პარალელურად,  კურსი ასევე დაეხმარა მონაწილეებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, შემთხვევის ანალიზისა და ჯგუფური დავალებების მეშვეობით. მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება პროკურატურის ოფისის პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოების თანამშრომლებს ყოველდღიური სამუშაოს ეფექტურად შესრულებაში.

დაგეგმილია ტრენინგის მეორე ნაწილის ჩატარება. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილები შეეიძენენ ცოდნას პოლიტიკის შემუშავების სრული ციკლის და თითოეული ეტაპის დანერგვის შესახებ, ასევე ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარჩვევებს.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III 2023-2026 ფარგლებში

7-8 ნოემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge