Back COVID-19 პანდემიის ფონზე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სამართლებრივი დებატების მხარდაჭერა

COVID-19 პანდემიის ფონზე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სამართლებრივი დებატების მხარდაჭერა

ადამიანის უფლებათა დაცვის დღის აღსანიშნავად ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა გამოსცეს სტატიების ყოველწლიური კრებული ადამიანის უფლებათა შესახებ.

პუბლიკაცია მოიცავს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სხვადასხვა საკითხს. საერთაშორისო დონეზე გამოვლენილ პრობლემებთან ერთად, სტატიები მოიცავს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება COVID-19 პანდემიის დროს ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

პუბლიკაციის დაბეჭდვა დაფინანსდა პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ფარგლებში.

7 დეკემბერი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page