Back უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა ეკონომიკური დანაშაულების სასამართლოში განხილვის მიმართულებით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაიუმჯობესეს ცოდნა ეკონომიკური დანაშაულების სასამართლოში განხილვის  მიმართულებით

ევროპის საბჭომ საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით გამართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა „ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების  მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა“.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეებისათვის, ეკონომიკური დანაშაულებისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების უკან  დაბრუნების სფეროში მდიდარი გამოცდილების მქონე მოსამართლისა და ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით. შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა  განიხილეს  საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე არსებული ტენდენციები და  მოსამართლეების წინაშე მდგარი გამოწვევები ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკური დანაშაულების, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების უან დაბრუნების მიმართულებით. აღნიშნული დისკუსია მონაწილეებს დაეხმარა ეპოვნათ ეკონომიკურ დანაშაულების სფეროში მოსამართლეების მიერ იდენტიფიცირებული სამართლებრივი და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები. მოსამართლეებმა აღნიშნეს შეხვედრის სარგებლიანობისა და მსგავს თემატიკაზე შემდგომი  ღონისძიებების  ორგანიზების მიზანშეწონილობის შესახებ, მართლმსაჯულების განხორციელების მიმართულებით ეკონომიკური დანაშაულებისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების უკან დაბრუნების სფეროში არსებული საკითხების პრაქტიკული გადაჭრის მიზნით.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

ონლაინ სემინარი 30 ივნისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page