Back თანამშრომლობა ცვლილებისთვის: გლობალური გამოწვევების კონტექსტი და სამოქალაქო საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

თანამშრომლობა ცვლილებისთვის: გლობალური გამოწვევების კონტექსტი და სამოქალაქო საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

2024 წლის 11 და 12 ივლისს, გენდერული თანასწორობის სამმართველომ ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლა. კონფერენციამ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად რამოდენიმე ქვეყანაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა, გააერთიანა 91 ქალთა უფლებების აქტივისტი და პროფესიონალი 26 ქვეყნიდან. მონაწილეები დღენახევრის განმავლობაში გლობალური გამოწვევის კონტექსტში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თემის გარშემო ახალ ინფორმაციას იღებდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს.

კონფერენციას ქართველი სამოქალაქო საზოგადოების 6 წარმომადგენელი დაესწრო. მათ მონაწილეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და კარგი პრაქტიკა გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების გაზრდის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ. კონფერენციაზე ჩატარდა 4 სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის ციფრული განზომილების, სექსიზმის და გენდერული სტერეოტიპების, მართლმსაჯულებაზე ქალთა ხელმისაწვდომობის და გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ უარყოფითი განვითარებების შესახებ. ვორქშოფებს მოდერაციას უწევდნენ საერთაშორისო ექსპერტები და ევროპის საბჭოს თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეებს განსხვავებულ პერსპექტივასა და მაღალი ხარისხის ცოდნას აწვდიდნენ. 

კონფერენციას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მონაწილეებისგან, რომლებმაც ხაზი გაუსვეს მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების “უფლებები საქართველოს” წარმომადგენელმა საბა ჩიტიძემ აღნიშნა “იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად მავნე ნარატივი  მომდინარეობს სექსიზმისა და მამრობითი სქესის დომინირებისგან, მე განვიხილავ კამპანიის წამოწყებას სახელწოდებით „ბიჭები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, იმისათვის რომ ახალგაზრდები გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთონ.“

ნატი გელოვანმა, ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“, სამოქალაქო საზოგადოების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა “პირადად ჩემთვის მსგავსი ფორმატის ღონისძიება პირველი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცოდნა შემძინა. ამასთან, ჩემთვის ძალიან ღირებულია ის კონტაქტები და ურთიერთობები, რომლების შევიძინე ამ კონფერენციის მსვლელობის დროს.“

ანა თავხელიძემ, „პარტნიორობა უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელმა განაცხადა “ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, რასაც მე პირადად ვაპირებ რომ პრაქტიკაში გამოვიყენო, გამოვყოფ ორს. პირველი, სხვა ორგანიზაციების გამოცდილებების და სტრატეგიების გაცნობამ დამანახა, რომ საქართველოში ძალიან დაბალია საზოგადოების ინფორმირება სტამბოლის კონვენციის შესახებ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები  სისტემატიზებულად არ ვაკეთებთ სტამბოლის კონვენციის აღსრულების მონიტორინგს. ცალკეულ საკითხებზე ვმუშაობთ, თუმცა ჩვენი საქმიანობა მიმართული არ არის სრული სურათის შეფასებისკენ. შესაბამისად, ვგეგმავ რომ ამ მიმართულებით დავგეგმო ჩემი შემდგომი მუშაობა.“ 

ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობა მხარდაჭერილი იყო  “გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად” პროექტის მიერ. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია. 

ბუდაპეშტი, საქართველო 11-12 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge