ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას მართლმსაჯულების სისტემაში. ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სახელმწიფო ინსტიტუტების, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების და სამართალდამცავების დახმარებას და ამ სტანდარტების გამოყენებით ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს ჩაატაროს კვლევა საქართველოში სისხლის სამართლის სისტემის ფუნქციონირების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 7 ნოემბერი, 18:00 სთ (საქართველოს დროით). ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.