პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ (ფაზა II) ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია შეიქმნას საერთაშორისო კონსულტანტთა ბაზა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, ადამიანის უფლებათა სწავლება, კომპეტენციებზე დაფუძნებული სამოქალაქო განათლება, დემოკრატიული სასკოლო მმართველობა.
ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 11 მარტი, 18:00 CET (GMT+1). ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე education.georgia@coe.int. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნოთ ტენდერის წესებს. არასრული აპლიკაცია ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან.
მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე შემდეგ მისამართზე Education.Georgia@coe.int