პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია შეიქმნას ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურებამ უნდა დაფაროს შემდეგი თემები: განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის, დემოკრატიული სასკოლო მმართველობა და სასკოლო საგანმანათლებლო პროექტები.
- LOT 1: ფასილიტატორის მომსახურება სკოლის დემოკრატიული მმართველობის სფეროში
- LOT 2: სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების მომსახურება
- LOT 3: კოორდინატორის მომსახურება ცოდნის გაცვლისა და არაფორმალურ საგანათლებლო აქტივობებში
ტენდერში მონაწილეობის პირობები და სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში:
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ოქტომბერი. ყველა განაცხადი და დამხმარე საბუთი უნდა გაიგზავნოს მხოლოდ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე education.georgia@coe.int. გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით გაეცნოთ ტენდერის წესებს. არასრული აპლიკაცია ავტომატურად გამოირიცხება ტენდერიდან
მიმდინარე ტენდერის შესახებ კითხვების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ ენაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადამდე არაუგვიანეს 5 დღით ადრე შემდეგ მისამართზე Education.Georgia@coe.int