ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG II) ფარგლებში, აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტებისათვის. ტენდერის მიზანია, ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლებიც პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ საჭიროების შემთხვევაში. ტენდერი ცხადდება 3 მიმართულებით:
- LOT 1: მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი
- LOT 2: ექსპერტიზა და საკონსულტაციო მომსახურება კომუნიკაციის საკითხებში
- LOT 3: საკონსულტაციო მომსახურება რბილი უნარების განვითარების მიმართულებით
მოსალოდნელი სამუშაოს აღწერილობა და კონსულტანტის სავარაუდო საქმიანობის სფეროები, ასევე ტენდერში მონაწილეობის პირობები და შერჩევის შემთხვევაში დაკონტრაქტების პროცედურა, უფრო დეტალურად მოცემულია თანდართულ ტენდერის ფაილსა და კონტრაქტში. გთხოვთ, შესაბამისი დოკუმენტაცია ტენდერში მონაწილეობისათვის წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: judiciaryreform.georgia@coe.int საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 7 თებერვალი