ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტი „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტებისათვის. ტენდერის მიზანია, ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლებიც პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ საჭიროების შემთხვევაში შემდეგ მიმართულებებში:
- LOT 1: უფასო იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ნორმატიული ჩარჩო
- LOT 2: იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის სასწავლო მოდულების შემუშავება
- LOT 3: უფასო იურიდიული დახმარების სერვისებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივნისი. ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს მისამართზე legal.aid.georgia@coe.int
ტენდერში მონაწილეობის პირობები, აგრეთვე სხვა შესაბამისი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ სატენდერო ფაილსა და სახელშეკრულებო ფორმაში: