Back გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია” მესამე ნომერი

გამოიცა პერიოდული საარჩევნო ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია” მესამე ნომერი

ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, აგრძელებს პერიოდული საარჩევნო ჟურნალის “არჩევნები და დემოკრატია” გამოცემას.

საზოგადოებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე მხარეებისათვის გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდების, მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობისა და მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელების მიზნით, ჟურნალის მესამე ნომერი ეძღვნება შემდეგ თემებს: სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმურობა და კანონიერება, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და არჩევნების ლეგიტიმურობა, კიბერუსაფრთხოება და არჩევნები, საარჩევნო კამპანია და საჯარო ეთიკა და სხვ.

ჟურნალის მესამე გამოცემა ხელმისაწვდომია აქ.

ჟურნალი გამოიცემა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში” ხელშეწყობით.

22 დეკემებრი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page